თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება-ყალბია ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით

“გვინდა, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა ყალბ გვერდებზე, თითქოს, თბილისის მერიამ აამოქმედა უფასო წლიური სამგზავრო ბარათი, რომელსაც დაინტერესებული პირი გათამაშების გზით მიიღებს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სოციალურ ქსელში კონკრეტულ ყალბ გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე და სავარაუდოდ, წარმოადგენს ონლაინ თაღლითობას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს, არ მიიღონ არანაირ მსგავს გათამაშებაში მონაწილეობა.”-აღნიშნულია განცხადებაში,რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading