თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე ადგილობრივი განვითარების რეგიონული ფორუმის (TBILISI RFSD) ფარგლებში ვიზიტად მყოფ ერევნის ვიცე-მერს არმენ პამბუკჩიანს შეხვდა
„მნიშვნელოვანია, რომ ერევნისვიცე-მერიადგილობრივ ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას. თბილისი და ერევანი დაძმობილებული ქალაქები არიან. დღეს ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება იმ რეფორმების შესახებ, რასაც ჩვენს ქალაქებში ვახორციელებთ. ერევანი სატრანსპორტო რეფორმას იწყებს, ამ მხრივ, ჩვენი გამოცდილება მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა. დავგეგმეთ, რომ მომავალში აქტიურად ვითანამშრომლებთ, მათსხვადასხვა გადაწყვეტილებასა და პრაქტიკულ შედეგებს დეტალურად გავაცნობთ“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
