თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა სასიგნალო იარაღთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე მეორე მოსმენით იმსჯელა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა სასიგნალო იარაღთან და მის ვაზნებთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა.
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ოთხი კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.
ცვლილებების შედეგად, სასიგნალო იარაღთან და მის ვაზნებთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრება იგეგმება.
საკითხის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, გრეტა წიწავამ ცვლილებების პროექტი მუხლობრივად წარადგინა და ყურადღება იმ შენიშვნებსა და წინადადებებზე გაამახვილა, რომლებიც პროექტმა პირველი მოსმენით მიღების შემდეგ განიცადა.
სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის მიმართ შენიშვნები კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა წარადგინა, რომელიც ვადების ამოქმედებას, ტერმინთა განმარტებებს და კანონპროექტებში დამატებითი პუნქტების ჩამატებას ითვალისწინებს.
საკითხის განხილვის შემდეგ ინიციატორმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები სრულად გაითვალისწინა.
სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტის წევრებმა საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირეს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.