ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის, სურამის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები დასრულების ფაზაშია

ახალი მონაკვეთი მოიცავს 4-ზოლიან 6.4 კმ-იან მაგისტრალს, 11 ხიდსა და 5 გვირაბს. ამ დროისათვის, ყველა ხიდი და გვირაბი უკვე აშენებულია. მიმდინარეობს გვირაბებში ელექტრომექანიკური სისტემების, განათებისა და სავენტილაციო აღჭურვილობის მონტაჟი, ხიდებსა და გვირაბებში გზის საფარის დაგება, ასევე, დაწყებულია გვირაბების მართვის შენობების მშენებლობა.

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთი ხაშურის შემოვლითი, 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა. ახალი გზა გვერდს აუვლის სურამსა და ჩუმათელეთს და რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ გვირაბს შეუერთდება.

მაგისტრალი შენდება საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით და უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე საგზაო განათების სისტემით.

სურამის შემოვლითი გზა დაბა სურამს სატრანზიტო მოძრაობისგან და საცობებისგან განტვირთავს, შეამცირებს გადაადგილების დროს და გააუმჯობესებს უსაფრთხოების ხარისხს.

სურამის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი მშენებლობის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტი მსოფლიო ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 265 000 000 ლარს შეადგენს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading