,,ვნახეთ ძალიან ინტენსიური საშინაო თუ საგარეო აქტორების შეტევა პია კაუმაზე და მანაც კარგად დაინახა, თუ რასთან გვაქვს საქმე”-მაკა ბოჭორიშვილი

„მოულოდნელი არ ყოფილა, ისიც ერთგვარად მზად იყო ამისთვის,ვნახეთ ძალიან ინტენსიური საშინაო თუ საგარეო აქტორების შეტევა პია კაუმაზე და მანაც კარგად დაინახა, თუ რასთან გვაქვს საქმე, თუმცა ალბათ ამ დოზით და ამ დონის კოორდინაცია საშინაო და საგარეო აქტორებს შორის, როდესაც საქართველოს საკითხს ეხება, ალბათ მაინც არ იყო მისთვის გათვლადი და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოაჩინეს ქალბატონი პია კაუმა.

მას სურვილი ჰონდა შეხვედრები გაემართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რის საფუძველზეც ჩვენ უფრო კარგი სურათი გვექნებოდა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე, რაც არის გაცემული არჩევნების შემდეგ გამოცემულ ანგარიშში“, -განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“საუბრისას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading