ვიქტორ ჯაფარიძე „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრაზე

,,ეს ამბავი როდესაც მოხდა, როდესაც ჩვენ კუთხეში მიგდებულები ვიყავით, გიორგი თარგამაძე გამოიყვანეს ქოლგით, ტანსაცმლის საკიდით და გაიყვანეს ჩვეულებრივად, ჩვენ პარლამენტის წევრები ტყვეებივით ვყავდით.”-ვიქტორ ჯაფარიძე

თეა წულუკიანმა ვიქტორ ჯაფარიძეს დამაზუსტებელი კითხვა დაუსვა ტელეკომპანია „იმედის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების ყოფილმა დირექტორმა, გიორგი თარგამაძემ, თუ ნამდვილად ისეთი პატივისცემის პირობებში დატოვა ტელეკომპანიის შენობა, რაც აქამდე მას ჭორის სახით ჰქონდა გაგებული.

„ეს არ არის ჭორი, ბატონო ვიქტორ?! მე ეს ჭორად მსმენოდა, რომ სანამ ჟურნალისტებს და დეპუტატებს არბევდნენ და ცუდად ექცეოდნენ საპატიო დერეფანივით გაუკეთეს გიორგი თარგამაძეს, რომელსაც თავისი პიჯაკებიც კი გაატანინეს პატივისცემის პირობებში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ვადასტურებ, ეს მე ჩემი თვალით ვნახე. როდესაც გადავწყვიტე, რომ კომისიაზე უნდა მოვსულიყავი, გადავურეკე კახა კუკავას, გოჩა ჯოჯუას რამე ხომ არ მეშლება, ან შეცდომით მახსოვდა და მათ დამიდასტურეს, რომ რასაც მე თქვენ გიყვებით იგივე დამიდასტურეს. გიორგი თარგამაძეს დერეფანი გაუკეთეს, მიაცილებდნენ ქოლგით, ჩვენც [ დეპუტატებს] გაგვიკეთეს დერეფანი, მაგრამ გვაგინებდნენ“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading