ვინც კი წავიდა იმედიდან მათ ჰქონდათ ყველაზე მეტი პროექტი, ყველაზე მაღალი ხელფასი და დღეს რომ შეშფოთდნენ ამაზე მეცინება

ძალიან მწყდება გული „იმედიდან“ წასულ ჟურნალისტებზე, ვინც კი წავიდა მათ ჰქონდათ ყველაზე მეტი პროექტი, ყველაზე მაღალი ხელფასი და დღეს რომ შეშფოთდნენ ამაზე მეცინება, – განაცხადა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა და „იმედის“ ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ნებისმიერი რყევის დროს ფიქრობენ, ვაიმე სად გადახტნენ, რომ კიდევ სადღაც სხვა სამსახური არ გამორჩეთ, რომ უხელფასოდ არ დარჩნენ.

არასოდეს ასე არ მიფიქრია, ყოველთვის ვფიქრობ, რომ ვიყო იქ, სადაც მე ვფიქრობ, რომ უნდა ვიყო. მე თუ ვიღაცის მრწამსს არ ვეთანხმები და ვიღაცის პოლიტიკას არ ვეთანხმები, მე იქიდან ლარს არ ავიღებ ხელფასს.

რომელია ჩვენს შორის უფრო ცუდი – ის, რომელიც ეთანხმება პოლიტიკას თუნდაც არასწორს და იქიდან აღებულ ხელფასს იღებს და ირგებს, თუ შენს პოლიტიკას არ ეთანხმება, სძულხარ და შენს ფულს მაინც იღებს? ვინ არის კარტოფილზე და ხახვზე გაყიდული – მე თუ ის, ვინც ძალიან ტკბილად იყო ჩამჯდარი და ფული ჯიბეში ჩაიდო ძალიან ტკბილად და ბედნიერად.

სანამ გაყიდულებზე და მონებზე დაიწყებენ ლაპარაკს, მონა ისაა, როცა რაღაცის გაკეთება არ უნდა და ფულის გამო აკეთებს. მე რაც მინდა, ფულის გამო არ ვაკეთებ, მომწონს, რასაც ვაკეთებ და ამაში ვიღებ ხელფასს“, – აღნიშნა ნინო ნადირაძემ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading