„ვარდისფერი ოქტომბერი“ – ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე

„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის მიზანია მოსახლეობისთვის დაავადების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

📌 საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სკრინინგის პროგრამით, რომელიც მოიცავს ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოზე უფასო გამოკვლევებს.

📈 ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ძუძუს კიბო მსოფლიოში ქალებში ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა – ყოველწლიურად რეგისტრირდება დაახლოებით 2.3 მილიონი ახალი შემთხვევა.

საქართველოში კი, 2024 წლის მონაცემებით, ქალებში ძუძუს კიბოს 1,995 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეგისტრირებული ონკოლოგიური დაავადებების 30.7%-ს შეადგენს.

🔔 სპეციალისტები მოუწოდებენ მოსახლეობას, არ გამოტოვონ რეგულარული გამოკვლევები, რადგან ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი კიბოს დამარცხების შანსი მნიშვნელოვნად იზრდება.

📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ნომრებზე: 1505 ან 116001

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading