,,ე.წ ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ხალხს სამშობლოს მოღალატეებს უწოდებდნენ, ხოლო ნამდვილი მოღალატეები სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან 2008 წლის ომის, კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევის და ცხინვალის ავტონომიური ოლქის შექმნის გამო”-ზაზა გვიმრაძე

,,მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის, ჯარში ნამყოფი კაცი ვარ, ვიცი სამხედრო ყუთები როგორია იარაღის დევს მანქანაში. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს გადაიღებდნენ აი აჯანყებას აწყობდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგო.

გზაში რომ მოვდიოდით მე სპეცრაზმელებთან ვიჯექი, ვეკითხებოდი რაზე გვიჭერთ-მეთქი. ერთი იყო ძალიან ცუდი კაცი ისე დამარტყა, საშინელი ტკივილი ვიგრძენი.

გზაში იმდენხანს მოვუნდით ქარელის პოლიციამდე ჩაყვანას, იმიტომ რომ ტელეფონზე ლაპარაკობდნენ, ვიღაცებს რაღაცებს ეკითხებოდნენ, გაურკვევლობაში ვიყავით, ხომ რაღაცა უნდა ჩაგედინა და დაეჭირე, სამშობლოს მოღალატეს გიწოდებენ. მოქმედებს ეს ჩემზე, სამშობლოს ღალატი მე ვიცი რაც არის, რასაც აკეთებენ ესენი [ნაციონალური მოძრაობა] ეს არის სამშობლოს ღალატი. რაც გააკეთეს 2008 წელს ეს სამშობლოს ღალატია და ის რაც, პარლამენტმა გააკეთა, რომ კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი დაარქვა და ახალი ავტონომიური ოლქი გააკეთეს ცხინვალის აი ეს არის სამშობლოს ღალატი“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულმა ზაზა გვიმრაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading