ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ჩამოდის

“დელეგაციის ჩამოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეუთო-ს მხრიდან გამოხატულ პოზიციას, რომ შედგეს ახლად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებასთან, პრეზიდენტთან, მთავრობის ხელმძღვანელთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრები, რითაც ეუთო ცალსახად გამოხატავს მზაობას, რომ ითანამშრომლოს საქართველოსთან.

ეს ვიზიტი ხაზს უსვამს ეუთო-ს მხრიდან საქართველოს როლს, მის მნიშვნელობას და მისასალმებელია, რომ წელიწადი ასეთი მაღალი რანგის ვიზიტით იწყება”, – განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ჩამოდის. როგორც ცნობილია, დელეგაციას პრეზიდენტი პია კაუმა უხელმძღვანელებს. ვიზიტი 8-10 იანვარს გაიმართება და ეს იქნება პრეზიდენტ კაუმას პირველი სტუმრობა საქართველოში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading