ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ჭკუასელმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის (La Universidad Complutense de Madrid) ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანთან ისაბელ დურან ხიმენეს რიკოსთან და პროფესორ დევიდ ერნანდეს დე ლა ფუენტესთან
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ესპანეთის საგანმანათლებლო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, განათლების და მეცნიერების სფეროებში. ასევე, ქართული კულტურის, ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
თავის მხრივ კომპლუტენსეს უნივერსიტეტის დეკანმა მზაობა გამოთქვა საელჩოსთან აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს შესახებ ღონისძიებების გამართვის კუთხით.
