ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე ჭკუასელმა ესპანეთის საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის სამინისტროს პროტოკოლის გენერალურ დირექტორს, ადრიან მარტინ კაუსეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ესპანეთის სამეფოს საგარეო უწყებაში გაიმართა.
პროტოკოლის გენერალურმა დირექტორმა ადრიან მარტინ კაუსემ წარმატებები უსურვა საქართველოს ელჩს თავისი მანდატის განხორციელებაში.
თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა დაადასტურა ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი და მზაობა.
Diplomatic Representations of Georgia / საქართველოს დიპლომატიური მისიები
