,,ესენი დღეს ერთხელ კიდევ რომ „კლავენ“ თავის ძმას და მეუღლეს მისი მკვლელების გვერდში დგომითა და ამ მკვლელობის გაპრავებით”-დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრების, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილეობის ფაქტს სოციალური ქსელით ეხმიანება.

„ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ვიძახი – ისე მინდა ვიცხოვრო ჩემი დარჩენილი “წუთისოფელი”, თავისი გარდაუვალი „დაცემებით“ და „ფეხზე წამოდგომებით“, თავისი ცოდვებით და მათი ჩადენის მიმართ გულწრფელი სინანულით, რომ ზეციურ საქართველოში ბაჩოს სულიერ მზერას ჩემი სულიერი მზერა გავუსწორო.ესენი დღეს ერთხელ კიდევ რომ „კლავენ“ თავის ძმას და მეუღლეს მისი მკვლელების გვერდში დგომითა და ამ მკვლელობის გაპრავებით – დავიჯერო, ვერ ხვდებიან? ესეც ხომ ლატენტურ სატანიზმთან გაიგივებული გამომწვევად ტოტალური ურწმუნოების განსახიერებაა? ამ საქციელთან შედარებით, რამდენად ზნეობრივად გეჩვენება ზეცაში ძმებს შორის ის იმპროვიზებული დიალოგი:კაენი: – მაპატიე, ძმაო აბელ? ხომ მაპატიე?აბელი: – პატიებით დიდი ხანია გაპატიე, ძმაო კაენ. აი, დავიწყებით ვერანაირად ვერ ვივიწყებ“ – დავით ქართველიშვილი.

Текущее изображение не имеет альтернативного текста. Имя файла: a110776_119999_1731660200895515b.jpg

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading