ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ხე-ტყის უკანონო მოპოვების 65 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტო აქტიურად აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ტყის დაცვის ღონისძიებებს და უკანონო ტყითსარგებლობის აღკვეთას. მიმდინარე წლის ივნისში სააგენტოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის 65 ფაქტი გამოვლინდა, რომელთა შორის აბსოლუტური უმრავლესობა — 64 შემთხვევა ხე-ტყის უკანონო მოპოვებასა და ტრანსპორტირებას უკავშირდებოდა. მათგან სამი ფაქტი შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

სამართალდამცველებმა ჯამში ამოიღეს უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 79 კუბური მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სპეციალურად შექმნილ სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ განთავსდა.

თვითნებური ტყის ჭრის ფაქტები ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში გამოვლინდა. სტატისტიკის მიხედვით, ივნისის თვეში:

  • 6 ფაქტი — იმერეთში
  • 8 ფაქტი — სამცხე-ჯავახეთში
  • 33 ფაქტი — გურიაში
  • 1 ფაქტი — ქვემო ქართლში
  • 8 ფაქტი — კახეთში
  • 3 ფაქტი — მცხეთა-მთიანეთში
  • 6 ფაქტი — რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში

გარდა ამისა, მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 1 შემთხვევაც.

ეროვნული სატყეო სააგენტოს საქმიანობაში პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ტყის აღდგენის პროექტები. დღეისათვის აღნიშნული სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით უკვე 4000 ჰექტარ ფართობზეა განხორციელებული, ხოლო გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის აღდგენის პროცესები სულ მცირე 20 000 ჰექტარზე გაგრძელდება.

სააგენტო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და აღნიშნული მიზნით, საინფორმაციო კამპანიებში ცნობილ სახეებსაც აქტიურად რთავს.

უკანონო ტყითსარგებლობის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტო იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს — სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგები, რაც თანამშრომელთა პატრულირებასთან ერთად ბუნებრივი რესურსების უკანონო მოპოვების წინააღმდეგ ეფექტიან კონტროლს უზრუნველყოფს.


ტყის დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია. ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, არ ჩაერთონ უკანონო ტყითსარგებლობის საქმიანობაში და ითანამშრომლონ სამართალდამცველებთან ბუნების დაცვის საქმეში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading