ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა თბილისის ზღვისუბანში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის ეზოში სკვერის ბიბლიოთეკა გახსნეს
წიგნის ბუდეში საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის უამრავი ახალი წიგნი განთავსდა.
„მცირე პაუზის შემდეგ კვლავ გავხსენით სკვერის ბიბლიოთეკა; ამჯერად ზღვისუბანში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის ეზოში, სადაც შესანიშნავი საგანმანათლებლო სივრცეა მოწყობილი. საკვირაო სკოლის მოსწავლეებს უამრავი წიგნი მივუტანეთ და სამომავლოდაც დავპირდით მხარდაჭერას“, – ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი.




