ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს, ვირტუალური აქტივის მომსახურება მიიღონ მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული პროვაიდერებისგან, რათა თავიდან აიცილონ ფინანსური ზარალი და არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ ვირტუალური აქტივების მომსახურება არარეგისტრირებული პირებისგან.

📌 ბოლო პერიოდში გამოვლინდა შემთხვევები, როცა კომპანიები – მათ შორის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებშიუპასუხისმგებლოდ და რეგისტრაციის გარეშე ახორციელებენ ასეთ მომსახურებას.

📌 სებ-ის განცხადებით, დაურეგისტრირებელი კომპანიებისგან კრიპტო-მომსახურების მიღება შეიცავს მომხმარებლის მოტყუებისა და ფინანსური ზარალის მაღალი რისკს.

👉 რეგისტრირებული პროვაიდერების სია და მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე: www.nbg.gov.ge

📩 ასევე, მოქალაქეებს შეუძლიათ აცნობონ ბანკს ეჭვმიტანილი პირების შესახებ, რათა საჭიროების შემთხვევაში საქმე სამართალდამცავებს გადაეცეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading