,,ერთად ვზრუნავდე წალკის განვითარებაზე”-ილია საბაძე
ილია საბაძე წალკის მუნიციპალიტეტის მშობლიური მკვიდრია და უკვე მეოთხედ წარდგენილია ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე – მერობის კანდიდატად. იგი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გუნდის წევრია და სოციალურ ქსელებში აქტიურად აქვეყნებს საკუთარ ხედვებს მუნიციპალიტეტის განვითარების შესახებ.
ილია საბაძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პროგრამების გაძლიერებას და განათლებისა და კულტურის სფეროს ხელშეწყობას. მისი მთავარი მიზანია, თითოეულმა წალკელმა იგრძნოს, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია.
კანდიდატის თქმით : „ჩემთვის დიდი პატივია,მქონდეს შესაძლებლობა, მშობლიურ მუნიციპალიტეტში მეოთხედ წარმოვადგენდე ჩემს გუნდს და საკუთარ ხალხთან ერთად ვზრუნავდე წალკის განვითარებაზე. გულწრფელი მადლობა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს და პოლიტსაბჭოს ასეთი ნდობისთვის.“
ილია საბაძე გეგმავს, განავითაროს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა, ხელი შეუწყოს ადგილობრივ ბიზნესს და შექმნას კომფორტული და უსაფრთხო გარემო ყველა მცხოვრებისთვის.