„ევროპის საიდუმლო მარგალიტი კავკასიაში – რატომ უნდა ეწვიოთ აუცილებლად საქართველოს”- გერმანული მედიაპლატფორმა T-Online
✨საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, გერმანიის ერთ-ერთმა წამყვანმა მედიაპლატფორმამ T-Online ჩვენს ქვეყანაზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
📍 სტატიაში აღწერილია თბილისი, ბათუმი, სვანეთი, უშგული, შავი ზღვის სანაპიროები, ქართული სუფრა და ღვინის უძველესი ტრადიცია.
📝 „ჯადოსნური მთები, თბილი ხალხი, უძველესი ვენახები… საქართველო თავგადასავლებითა და დაუვიწყარი მომენტებით სავსე ქვეყანაა“ – წერს გამოცემა და მკითხველს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.
🌍 T-Online -ს ყოველთვიურად 30 მილიონამდე უნიკალური ვიზიტორი ჰყავს გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში.