ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ფესტივალმა – ,, ბაკურიანი 2025“ სტარტი აიღო

დღეს თბილისში ყინულის ჰოკეისტთა შეჯიბრებით სტარტი აიღო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ფესტივალმა. ჰოკეისტებს დიღომში მდებარე ახლად აშენებული თანამედროვე სტანდარტების ყინულის არენა მასპინძელობს.

პირველი მატჩი გაიმართა ჩეხეთისა და სლოვაკეთის გოგონათა ნაკრებ გუნდებს შორის, ასპარეზობა ჩეხების გამარჯვებით, ანგარიშით 4-0 დასრულდა.

ყინულის ჰოკეის მატჩებს დაესწრნენ სეოკ-ის, ბაკურიანი 2025 -ის საორგანიზაციო კომიტეტის და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელები.

სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის თქმით ფესტივალში მონაწილე ახალგაზრდა სპორტსმენებს საუკეთესო პირობებში უწევთ ასპარეზობა: „როგორც მოველოდით, ფესტივალმა წარმატებული სტარტი აიღო და დარწმუნებული ვარ, რომ ფინიშამდე ასე იქნება. ხელისუფლების მხარდაჭერით, ჩვენ ხანგრძლივი და სრულფასოვანი საორგანიზაციო სამუშაოები ჩავატარეთ იმისთვის, რომ ამ ფესტივალისთვის ზედმიწევნით კარგად მოვმზადებულიყავით.“.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო კერძოდ, თბილისი, ბაკურიანი, ბათუმი 9-16 თებერვლის ჩათვლით უმასპინძლებს. შეჯიბრებები სპორტის 8 სახეობაში გაიმართება, საქართველოდან კი სპორტის 3 სახეობაში იასპარეზებს 8 სპორტსმენი.

შეჯიბრებებზე დასწრება თავისუფალია.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი/Georgian National Olympic Committee ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading