ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის რეფორმას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეფორმა, რომელიც ევროკავშირს აძლევს საშუალებას, უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს ადამიანის უფლებების დარღვევის ან საერთაშორისო სამართლის დარღვევის შემთხვევაში.
📌 რეფორმა 518 ხმით მიიღეს, 96 წინააღმდეგ, 24-მა თავი შეიკავა.
📌 ცვლილება მხოლოდ მაღალი მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებზე აღარ იქნება დამოკიდებული.
📌 შეჩერება შესაძლებელია კონკრეტული ჯგუფებისთვისაც, მაგალითად – მთავრობის წევრები, დიპლომატები ან სამხედროები.
📌 ახალი წესებს ევროკავშირის საბჭო 17 ნოემბერს ფორმალურად დაამტკიცებს, ხოლო ძალაში ისინი დეკემბრიდან შევა.