,,ევროპარლამენტის ლიტველი წევრის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს”-შალვა პაპუაშვილი
“დამნაშავეა ხალხი…”, “ინფექცია უნდა შევაჩეროთ…”
თუ მისგან წახალისებული რადიკალების ზიზღის ენის განვითარების გზას შევხედავთ, შემდეგ ჯერზე, წესით, ქართველ ხალხს “მონა” ან “ბიომასა” უნდა გვიწოდოს…
დროა, ბრიუსელში, გამოჩნდეს საღი აზრი, რომელიც დემოკრატიის და ადამიანის ღირსების არმცნობ ამ სამარცხვინო ტენდენციას შეაჩერებს.
რასა იუკნევიჩიენეს კი ვეტყოდი – არ შეიძლება სტალინის ზიზღით, მთელი ერი შეიზიზღო.”- წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
