„დღეს ქართული სპორტისთვის ისტორიული დღეა. ბაკურიანში ოლიმპიური მშვიდობის ცეცხლის ანთება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ყველას, 45 ევროპულ ქვეყანას, გვაერთიანებს ერთი საერთო მიზანი – ვიცხოვროთ ჯანსაღ, ერთიან და მშვიდობიან ევროპაში”-ირაკლი კობახიძე

,,საქართველომ შეასრულა დანაპირები და მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდრა თავი, როგორც ზამთრის სპორტისთვის მიმზიდველმა ქვეყანამ. ფესტივალი, რომელშიც 45 ქვეყნის 1000-მდე ათლეტი და 700-ზე მეტი ოფიციალური პირი მონაწილეობს, ამის ნათელი დასტურია. ამით ჩვენ შევუერთდით ევროპული ქვეყნების შვიდეულს, რომლებმაც როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლეს.

ფესტივალისგან რაც შეიძლება მეტი მემკვიდრეობის დატოვება ქვეყნისთვის – ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხედვაა, რაც სრულ თანხვედრაშია ჩვენს ხედვასთან. სწორედ ამიტომ, ფესტივალი სამ ადგილას – ბაკურიანში, ბათუმსა და თბილისში იმართება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბათუმი და თბილისი პირველად მასპინძლობენ ასეთ დიდ შეჯიბრებას და ამით ახლებურად წარმოაჩენენ თავს მსოფლიოს თვალში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading