დღეს უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის დაბადების დღეა
ილია II (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილი; დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზი.
დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია 1960 წელს.
1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად; 1961 წელის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972წწ. იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ; 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად;(ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.) 2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის; უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა–ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები, წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი; დაარსდა გაზეთები; 1988 წელს უწმიდესისა და უნეტარესის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია; საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში სასულიერო სემინარიები; ხულოში სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია; საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო აკადემია და ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი გელათის მეცნიერებათა აკადემია; ამ ოცი წლის მანძილზე საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 33-მდე გაიზარდა; მონასტრებისა – 53-მდე; სასულიერო პირთა – 1000-მდე; მოხდა კანონიზირება ახალი წმინდანებისა; აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის – წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.
საკანდიდატო დისეტრაციის თემა – “ათონის ივერიის მონასტრის ისტორია”.
მიღებული აქვს :
2003 – ილიას მედალი, “მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა”
ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის
რუმინეთის საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდო
ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება
წმიდა გიორგის ოქროს ორდენი (საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო)
ბულგარეთის საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდო
აშშ-ის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარია, ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება
საბერძნეთის საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდო
იერუსალიმის საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდო
ანტიოქიის საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდო
ალექსანდრიის საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდო
რუსეთის საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდო
საქართველოს საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდო
მსოფლიო საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდო
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემია,ნამდვილი წევრი (1977-)
ეკლესიათა მსოფლიო საბჭო,პრეზიდენტი(1978-1983)
კრეტის სასულიერო აკადემია,საპატიო წევრი (1977-)
ბიბლიოგრაფია
2014 წლის საშობაო ეპისტოლე (ავტორი).- თბილისი,კარიბჭე,2014წ.-32 გვ.
სააღდგომო ეპისტოლე (ავტორი).-თბილისი საქ.საპატრიარქოს გამომცემლობა,(სამშობლოს”)2002წ.-15გვ.
სააღდგომო ეპისტოლე (ავტორი).-თბილისი საქ.საპატრიარქოს გამომცემლობა,1997წ,-12გვ.
საახალწლო ეპისტოლე (ავტორი) -თბილისი,სტ N4, 1989. – 8გვ