დღეს რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბერიძე უძღვებოდა.
დამტკიცდა ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მიზნით, დეველოპერული კომპანიების მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციები.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, თანხმობა მიეცათ შპს „ რუსთავი 55 “- ისთვის პირდაპირი გზით, სასყიდლიანი სარგებლობის (იჯარის) უფლებით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემისა და შპს „კონაპუსის“ სასყიდლიანი სარგებლობის ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანის საკითხებს.
დამტკიცდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გასაცემი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და გეგმა.
რიგით N45-ე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დეპუტატებს მერიის სამსახურების უფლებამოსილმა პირებმა გააცნეს.



