,,დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ბატონ ჭოუ ციენს ვუმასპინძლე”-მიხეილ ყაველაშვილი
,,ვისაუბრეთ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ და განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
აღვნიშნე, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, სტრატეგიული პარტნიორობა და უვიზო რეჟიმი ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნების მეგობრობის განმტკიცებას, აძლიერებს ხალხთაშორის კონტაქტებს, ბიზნესურთიერთობებსა და ეკონომიკურ თანამშრომლობას.
შეხვედრისას ყურადღება ასევე გავამახვილე ახალი, გლობალური გამოწვევების პირობებში მსოფლიოში სტაბილურობისა და მშვიდობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და შუა დერეფნის განვითარების, უსაფრთხოებისა და ეფექტიანად ფუნქციონირების პროცესში საქართველოს როლზე.”-ნათქვამია განცხადებაში,რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.




ყველა რეაქცია:
473ნინო ლაცაბიძე / Nino Latsabidze და 472 სხვა პიროვნება