,, დღეს ოპოზიციამ უკვე აღიარა არჩევნების ლეგიტიმაცია, როცა მათ უარი არ განაცხადეს დაფინანსების მიღებაზე”-ირაკლი კობახიძე
„ყველაფერი არის დამთავრებული და ეს ესმით მათ ძალიან კარგად. 1000 კაცსაც ვეღარ კრებენ ყოველდღიურად. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ თებერვალში საქართველოს პარლამენტში. დღეს უკვე აღიარეს არჩევნების ლეგიტიმაცია, როცა უარი არ განაცხადეს დაფინანსების მიღებაზე. თუ არ აღიარებ შედეგებს, იმ შედეგების საფუძველზე როგორ იღებ დაფინანსებას? როცა უკვე ხელშესახებ სარგებელთან მოუწიათ შეხება, მაშინვე აღიარეს არჩევნები. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება “, – განაცხადა პრემიერმა.