დღეს დილიდან შპს ,,რუსთავი ფოლადის“ დასაქმებულები უშედეგო მედიაციის შემდეგ გაიფიცნენ

გაფიცულთა მოთხოვნაა ხელფასების 500 ლარის მატება, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, საპრემიო სისტემის გადახედვა და კოლექტიური ხელშეკრულების დადება მათი უფლებების დაცვის მყარი გარანტიების შესაქმნელად. დამსაქმებელი საპასუხოდ მათ მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 1 ივლისამდე ყოველ თვეში, ეტაპობრივად ხელფასების 50 ლარით ზრდას სთავაზობს, რაც დასაქმებულთათვის მიუღებელია. დასაქმებულების ინტერესებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება იცავს. დღეს დილიდან გაფიცულებს სოლიდარობის ნიშნად შეუერთდნენ გაერთიანება და მისი წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები. გაფიცვა გაგრძელდება უწყვეტად დასაქმებულთა მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე.

ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading