დღეს აბიტურიენტები უცხოური ენების გამოცდას ორ სესიად აბარებენ

დღეს აბიტურიენტები უცხოური ენების გამოცდას ორ სესიად აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი პროცესის მიმდინარეობას თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში ადგილზე დააკვირდა.

უცხოური ენების გამოცდის პირველ სესიაზე ტესტირებაზე გამოცხადდა 93%-ზე მეტი აბიტურიენტი. ამ დროის მონაცემებით, გამოცდაზე სამმა აბიტურიენტმა დააგვიანა.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, არ დააგვიანონ გამოცდაზე და დროულად გამოჩნდნენ.

Regionnews-ს გისურვებთ წარმატებებს!

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading