,,დღეიდან, რუსთავიდან თბილისში უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებენ მუნიციპალური ავტობუსები”-ნინო ლაცაბიძე
,,პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ჩვენ ვასრულებთ მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ძირითად ეტაპს. სტუდენტების მოთხოვნა შესრულებულია და დღეიდან, რუსთავიდან თბილისში უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებენ მუნიციპალური ავტობუსები. დღევანდელ პრეზენტაციაზე წარვადგინეთ სწორედ ის მიმართულება, რომლითაც ძირითადად სტუდენტები ისარგებლებენ. ამ მარშრუტის 50% ბასლაინზე იქნება, რაც გაცილებით კომფორტულს და მარტივს გახდის სტუდენტთა გადაადგილებას.” – წერს რუსთავვის მერი ნინო ლაცაბიძე სოციალურ ქსელში.
ნინო ლაცაბიძე / Nino Latsabidze



