ბიჭიკო პაიკიძე ინტერპოლის მიერ ესპანეთში დაკავების შემდეგ გათავისუფლდა

ვანში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და კომპანია B.P. TRANS-ის მფლობელი, ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ინტერპოლის ე.წ. წითელი ცირკულარით ითხოვდა, ესპანეთში დააკავეს, თუმცა ახლა თავისუფალია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ მისი ადვოკატი, ირმა ჭკადუა, საუბრობს.

მისივე ინფორმაციით, პაიკიძე პატიმრობიდან დაკავების დღესვე, 9 დეკემბერს გათავისუფლდა, თუმცა ადვოკატი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს გათავისუფლების საფუძველს.

ბიჭიკო პაიკიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია მისი საქმის პროკურორმა, ბექა ხუნაშვილმა, 19 დეკემბერს სასამართლო პროცესზე გააჟღერა. პროკურორის თქმით, პაიკიძის საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პაიკიძეზე ძებნა 24 სექტემბერს გამოაცხადეს. იმავე დღეს დააკავეს 5 პირი, მათ შორის პაიკიძის კომპანიის დირექტორი, ვალერიან კვარაცხელია. გამოძიება დაკავებულებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 184 249 ლარის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ედავება. 26 სექტემბერს მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, პაიკიძეს კი დაუსწრებლად.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading