დუშეთში გამოძალვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გამოძალვის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ფ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა 1971 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს და გარკვეული ოდენობის თანხა მოსთხოვა. მოთხოვნის დაუკმაყოფილების შემთხვევაში, მან მსხვერპლს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა გ.ფ. ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading