დოკუმენტური სპექტაკლის „ჰაიდე“ პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა
მარნეულის კულტურის ცენტრში დადგმული სპექტაკლი „ჰაიდე“ დოკუმენტურ ამბებზეა დაფუძნებული, სპექტაკლი ერთ-ერთ ყველაზე მწვავე და მტკივნეულ საკითხს შეეხო: ქალთა უფლებებს, ძალადობას,სიჩუმეს და იმ უხილავ კედლებს, რომლებსაც ქალები ყოველდღე ეჯახებიან.
სპექტაკლმა, რომელიც ქალების რეალურ ისტორიებს ეყრდნობა, სცენაზე გააცოცხლა ადამიანური ტკივილი, ღირსებისთვის ბრძოლა. „ჰაიდემ“ მაყურებელს დაუტოვა არა მხოლოდ ემოციური შთაბეჭდილები, არამედ ღრმა აზრები და კითხვები.
პრემიერა მაყურებელთა თბილი სიტყვებით, აპლოდისმენტებითა და დიდი მხარდაჭერით დასრულდა.
- შემოქმედებითი გუნდი აანონსებს, რომ სპექტაკლი „ჰაიდე“ სექტემბერში მარნეულის კულტურის ცენტრის სცენას დაუბრუნდება.
