დმანისში მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაცია და ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო.
დმანისში მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაცია და ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო, რომელიც საქართველოს მთავრობის 2026 წლის 25 თებერვლის №412 განკარგულების საფუძველზე ხორციელდება.
პროგრამის დაწყებამდე დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი ადგილობრივ ცხოველთა დამცველებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა მიუსაფარი ბინადრების მდგომარეობა, მათი მოვლა-პატრონობის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
პროგრამას ახორციელებს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლის თანამშრომლები ცხოველთა მიმართ ჰუმანური მოპყრობის წესების სრული დაცვით ატარებენ სტერილიზაცია-კასტრაციისა და ვაქცინაციის პროცესს.
პროგრამის მიზანია როგორც მიუსაფარი ცხოველების ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ასევე მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ქუჩის ცხოველების რაოდენობის კონტროლი.