დმანისში ახალგაზრდული ფორუმი „პროფესია და კარიერა“გაიმართა

დმანისში ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა – ფორუმი „პროფესია და კარიერა“, რომელიც მიზნად ისახავდა უფროსკლასელებისთვის პროფესიული მიმართულების შერჩევაში დახმარებას.

ფორუმი ორგანიზებული იყო დმანისის მერიის ახალგაზრდული სათათბიროს მიერ და ჩატარდა პროექტის „ახალგაზრდული საბჭოები იდეიდან ცვლილებამდე“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „სამასას“ მხარდაჭერით. ღონისძიებას მხარს უჭერდნენ საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტო და დმანისის მერია.

🎯 ფორუმის მიზანი იყო მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის კარიერული დაგეგმვის პროცესში პრაქტიკული რჩევებისა და რეალური გამოცდილების გაზიარება. მოწვეული სპიკერები სხვადასხვა სფეროდან ახალგაზრდებს ესაუბრნენ პროფესიის არჩევის სირთულეებზე, წარმატების გზაზე და იმ საჭირო უნარებზე, რომლებიც მათ კარიერულ წინსვლაში დაეხმარებათ.

📣
„მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, ჩემი პროფესიული გამოცდილება გამეზიარებინა მომავალი თაობისთვის. დმანისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის დაუჭერს მხარს ახალგაზრდების განათლებას, რადგან ისინი ჩვენი რეგიონის მთავარი ღირებულება და განვითარების საფუძველია.“განაცხადა დმანისის მერმა კობა მურადაშვილმა.

დმანისი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ახალგაზრდებისთვის რეალური შესაძლებლობების შექმნა და მხარდაჭერა მისთვის პრიორიტეტულია.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading