დმანისის მუნიციპალიტეტში – სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში – შინდლარში, კიზილქილისაში, ორმაშენში, განთიადში, ჯავახში და ტნუსში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრებს ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, მერის მოადგილეები კახა პეტრიაშვილი, თემური ზურაბიშვილი და არიფ სულეიმანოვი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები აზერ ალიევი და რამიზ რამაზანოვი, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები.
მერის პირველი მოადგილის, კახა პეტრიაშვილის განცხადებით, 2026 წელს დმანისის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 686 000 ლარი დაიხარჯება, რომელიც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფა.
თითოეულ სოფელს, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად შესაბამისი თანხა დაეთმო, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვეტს, რა საჭიროებებს მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი ფინანსები.