დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში, 8 ივნისს ტრადიციული დღესასწაული „გომარეთობა“ გაიმართება

,,დღის განმავლობაში სტუმრებს ელოდებათ სპორტული შეჯიბრებები, ეთნოგრაფიული და კულინარიული გამოფენები, გასართობი სივრცეები, საღამო დასრულდება კონცერტით.

12:00-15:00 საათამდე გაიმართება სპორტული აქტივობები, დოღი (ადგილი: დიდი ხევი – სოფ. გომარეთის შესასვლელი), ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი, ლახტი.

12:30-16:30 საათამდე მოეწყობა გასართობი და საგამოფენო სივრცეები, ეთნოგრაფიული გამოფენა, ადგილობრივი სამზარეულოს დეგუსტაცია, ადგილობრივი წარმოების პროდუქტების გამოფენა, ფოტო-კუთხე, სახის მოხატვა, ფლორისტების კუთხე.

13:00-13:30 საათამდე ყეენობა;

14:30-16:00 საათამდე გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გომარეთის ქორეოგრაფიული ჯგუფი „ქციელები“; ლევან სარსევანიძე; დავით ჭალიძე; ეკა კვალიაშვილი და სულიკო ღაღაშვილი;”-აღნიშნულია დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading