დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკრინინგული კვლევები ჩატარდა

კვლევები მოიცავდა:

ძუძუს კიბოს სკრინინგს 40-70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებისთვის (მამოგრაფიული კვლევა);

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებისთვის;

პროსტატის კიბოს სკრინინგს 50-70 წლის ასაკის მამაკაცებში (ტარდება პროსტატის ანტიგენის განსაზღვრა-PSA ვენური სისხლით);

მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს 50-70 წლის ჩათვლით ასაკის ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის (ტარდება მარტივი მეთოდით-FOBT ტესტი);

სკრინინგული კვლევებისთვის გამოყოფილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი მამომობილი.

კვლევები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, სახელმწიფო პროგრამის ,,დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი” ფარგლებში ჩატარდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading