დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა
მიმდინარე წლის 29 აპრილს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
1. განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების ანგარიშის განხილვის შესახებ
2.დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების და პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
3. განკარგულება: „დმანისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის Nგ-109.109243591 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
4. განკარგულება: „დმანისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის სოციალური ქვეპროგრამების დამტკიცების და განხორციელების წესების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის Nგ-109.109243592 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
5.განკარგულება: სახელმწიფოსათვის დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ
6. განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების 2025 წლის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 იანვრის Nგ-109.1092502813 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
7. განკარგულება: „დმანისის მუნიციპალიტეტში 2025 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროექტების ნუსხის მოწონების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 იანვრის №გ-109.109250287 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო/Dmanisi Municipality City Council




