დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები დაიწყო

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და საკრებულოს წევრები სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ.

მოქალაქეებმა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ერთობლივად იმსჯელეს პრიორიტეტულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზები დასახეს.

მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ კრებებზე მოსახლეობამ შემდეგი პრიორიტეტები გამოკვეთა: გარე განათების, საგზაო ინფრასტრუქტურის და საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა.

მოქალაქეთა გადაწყვეტილებით შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის კრებები და კონსულტაციები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება. 2025 წელს დმანისის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის 686000 ლარი გამოიყო.

ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading