დმანისის მერმა ადგილობრივი თვითმმართველობის ოთხწლიანი ანგარიში წარადგინა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, ადგილობრივ თვითმმართველობაში გაწეული საქმიანობის ოთხწლიანი ანგარიში წარადგინა.

მერმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია 2021–2025 წლებში განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე, ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებზე. კობა მურადაშვილის განცხადებით, ყველა პროგრამა და ღონისძიება, რაც მერიის მიერ განხორციელდა და განხორციელდება, მოსახლეობასთან შეთანხმებული იქნება და მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ემსახურება.

2021 წელთან შედარებით, დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 140%-ით გაიზარდა და ამჟამად 24 000 000 ლარს შეადგენს, რაც მუნიციპალიტეტს მეტ შესაძლებლობებს აძლევს ინფრასტრუქტურული, სოციალური და ეკონომიკური განვითარების სფეროებში.

ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ილია ჯალაღანია, მისი მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დელეგატი დავით შერაზადაშვილი, სოფლებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading