დმანისის მერი კამარლოს ალტერნატიულ საბავშვო ბაღს ეწვია
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) წარმომადგენელთან, მასაჰირო კატოსთან ერთად, კამარლოს ალტერნატიულ საბავშვო ბაღს ეწვია.
მერმა მადლობა გადაუხადა ბაღის აღსაზრდელებს თბილი ემოციებისთვის, ხოლო იაპონელ ხალხს მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის.