დმანისელი მკლავჭიდელები საქართველოს ღირსებას ევროპის ჩემპიონატზე დაიცავენ!
,,მიმდინარე წლის 31 მაისიდან 9 ივნისამდე რუმინეთის, ქალაქ კლუჟნაპოვკაში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი მკლავჭიდში, სადაც ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის დმანისის სპორტული სკოლის, მკლავჭიდის წრის 2 სპოტსმენი გოგონა საქართველოს ღირსებას დაიცავს.
წარმატებებს ვუსურვებთ დმანისელ გოგოებს ევროპის ჩემპიონატზე, ესახელებინოთ საქართველო და ჩვენი საყვარელი დმანისი.
მწვრთნელი- ნოდარი ციხელაშვილი.”-აღნიშნულია დმანისის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის განცხადებაში.


