დაურ ისმაილოვმა მარნეულელთა პრობლემები მოისმინა – მერი მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციას აგრძელებს
მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის მოქალაქეთა მიღებაზე ადგილობრივებმა სხვადასხვა ძირითადი პრობლემა და ინიციატივა წარმოადგინეს. შეხვედრაზე განიხილეს სოციალური, ინფრასტრუქტურული, საბინაო, კომунალური და ადმინისტრაციული ხასიათის საკითხები.
დაურ ისმაილოვის თქმით, მოსახლეობასთან დღეიდღე კომუნიკაცია აუცილებელია, რათა მუნიციპალიტეტში არსებულ საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება განხორციელდეს. მერიის შესაბამისმა სამსახურებმა თითოეული საკითხი დეტალურად განიხილეს და მოინიშნა რეაგირების გზები.
მუნიციპალიტეტი მოქალაქეთა რეგულარული მიღებების პრაქტიკას მომავალშიც გააგრძელებს.