დაურ ისმაილოვი ქეშალოში მოსახლეობას შეხვდა – შეხვედრა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაიმართა

მარნეულის მერობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნებიდან“, დაურ ისმაილოვი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქტიურად განაგრძობს მოსახლეობასთან შეხვედრებს.
კანდიდატმა დღეს ქეშალოს თემის მოსახლეობასთან ნაყოფიერი შეხვედრა გამართა, სადაც ადგილობრივების საჭიროებებს, პრობლემებსა და მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვებზე ისაუბრა.

„დიდი მადლობა თითოეულ მოქალაქეს გულთბილი მიღებისა და მმართველი გუნდისადმი გამოხატული ნდობისთვის. ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ როგორც ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებაზე, ისე თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე,“ — განაცხადა დაურ ისმაილოვმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რათა თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, პირადად გააცნოს კანდიდატს საკუთარი მოსაზრებები და საჭიროებები.

