დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, სახელმწიფო და კერძო პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა გახსნა. შეხვედრას ესწრებოდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ხათუნა ცერცვაძე.

შეხვედრის ფარგლებში 45-ზე მეტი პროფესიული სასწავლებლის წარმომადგენლებთან ერთად, სფეროში არსებული გამოწვევები განიხილეს, მათ შორის დაფინანსებისა და მოთხოვნადი სასწავლო კურსების საკითხები.

მხარეებმა დისკუსიისას ხაზი გაუსვეს პროფესიული განათლების მზარდ მნიშვნელობას შრომის ბაზარზე და ახალგაზრდების მეტი ჩართულობის აუცილებლობას.

2020 წლიდან დღემდე სააგენტოს მიერ დაფინანსებულ მოკლევადიან კურსებში 11,300-ზე მეტი მსმენელი ჩაერთო, რომელსაც სააგენტომ სასწავლო კურსი სრულად დაუფინანსა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading