დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო წერტილოვანი წამლობები მიმდინარეობს

მავნებლის მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში ფაროსანას საწინაღმდეგო სპეციალური სადგურების („მოიზიდე და გაანადგურე“) განთავსება და ცივი შესხურების მეთოდის გამოყენებით წერტილოვანი შეწამვლა მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის ჯგუფები, ფუტკრის დაცვის მიზნით, სადგურებს მხოლოდ არაყვავილოვან (რომელზეც ფუტკარი არ მიდის) მცენარეებზე ამონტაჟებენ. სამუშაოების დაწყებამდე, მოსახლეობის წინასწარ ინფორმირება გზავნილების სისტემის მეშვეობით ხდება.

აღსანიშნავია, რომ ტემპერატურის მატების და მავნებლის გავრცელების შედეგების გათვალისწინებით, დაიგეგმება ტყის მასივების და ჯაგნარების წამლობის კომპლექსური ღონისძიებები; სოფლის ტერიტორიები კი ეგრეთ წოდებული თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება.

შეიძლება იყოს მომსახურე სატრანსპორტო საშუალება and ტექსტი გამოსახულება

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading