დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტთან დაკავშირებულ სასესხო შეთანხმებას მხარი დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტი)“ განიხილა.

დოკუმენტი სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.


მისი განმარტებით, ეს არის ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების მშენებლობის პროექტი, რომელიც ქსნის ქვესადგურის ტერიტორიაზე იგეგმება.

ერთი მხრივ, ეს არის ენერგოუსაფრთხოების კუთხით უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რათა ნებისმიერი ავარიის დროს არ მოხდეს ძირითადი ქვესადგურების გათიშვა, რაც საბოლოო ჯამში, ენერგიის უწყვეტად მომარაგების შესაძლებლობას იძლევა. მეორე მხრივ, ეს შესაძლებლობას გვაძლევს დამატებით დაახლოებით 750 მგვტ განახლებადი ენერგიის სადგურები დაერთდეს ქსელზე“, – განმარტა გიორგი კაკაურიძემ.


სესხის თანხა შეადგენს 97,873,000 ევროს, ხანგრძლივობა 25 წელია, მათ შორის 5 წელი შეღავათიანია.


პროექტის განხორციელებისთვის აღნიშნული სესხი (ლარში) სახელმწიფო ელექტროსისტემას გადაეცემა.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, პროექტიდან მიღებული შემოსავლებით, ელექტროსისტემა სრულად დაფარავს როგორც თანხის ძირს ასევე, სესხის მომსახურების საფასურს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading