დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ბესიკ მეურმიშვილი CEP-ის ტექნოლოგიების ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ბესიკ მეურმიშვილმა პრობაციის ევროპული კონფედერაციის (CEP) ტექნოლოგიების ექსპერტებს სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მიღწევები გააცნო.

შეხვედრაზე მხარეებმა პრობაციის სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხი განიხილეს. საერთაშორისო ექსპერტები პრობაციონერთა კონტროლის ინოვაციური მოწყობილობის, „PROBBOX“-ის შესაძლებლობებსა და ფუნქციებსაც გაეცნენ.

საუბარი ასევე შეეხო სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო CEP-ის ტექნოლოგიების ექსპერტთა ჯგუფს 2023 წელს შეუერთდა.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading