დაკავებულია „სფერო ინვესტის“ დირექტორი გიორგი მურუსიძე
შპს „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე „სფერო ინვესტის“ დირექტორი გიორგი მურუსიძე უცხოეთში დააკავეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ექსტრადიციასთან დაკავშირებული პროცედურები.
გავრცელებული ინფორმაციით, მურუსიძე იტალიაში აიყვანეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურამ გასული წლის ნოემბერში დაიწყო და გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა.
📌 საქმის ფარგლებში უკვე დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი. პროკურატურის ცნობით, მათ 244 მოქალაქეს ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინეს დიდი ოდენობით თანხები, ვალდებულებები არ შეასრულეს და დაახლოებით 12 მილიონ ლარამდე თანხას თაღლითურად დაეუფლნენ.