დავით შერაზადიშვილმა მასწავლებლის ეროვნულ დღე მიულოცა
დავით შერაზადიშვილმა სოციალურ ქსელში მასწავლებლის ეროვნულi დღე მიულოცა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადა მათი შრომისა და თავდადებისთვის.
„გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს! იყო პედაგოგი ნიშნავს ახალგაზრდებზე ზრუნვას, იმ თაობების აღზრდას, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალია. თქვენი ყოველდღიური შრომა, ცოდნა და ადამიანური სითბო აყალიბებს საქართველოს ღირსეულ თაობებს. გმადლობთ თავდადებისთვისა და განათლების მიმართ თქვენი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის,“ – წერს საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი.